აშშ აღარ გაუწევს უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022-2023 წლების დონეზე, რადგან ჩვენ მივისწრაფვით, დავეხმაროთ უკრაინას თავისი სამხედრო-სამრეწველო ბაზის აშენებაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატები არ ფიქრობს, რომ არსებობს მხარდაჭერის საჭიროება იმავე დონეზე, რადგან ვაშინგტონის მიზანია დაეხმაროს კიევს ფეხზე დადგეს და ააშენოს თავისი სამხედრო-სამრეწველო ბაზა, რათა დამოუკიდებლად შეძლოს დაფინანსება, იარაღის წარმოება და შეძენა.
”მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ ამ გზაზე და ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი დამატებითი დაფინანსების შესახებ, რადგან ჩვენ ჯერ არ მივაღწიეთ იმ დონეს, როდესაც უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი და დაეყრდნოს მხოლოდ თავის ძალებს”, - განაცხადა მილერმა.