ამერიკას აღარ აქვს სახსრები უკრაინის ახალი სამხედრო დახმარებისთვის კონგრესის ახალი პაკეტის მიღებამდე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენ უკვე მივაწოდეთ უკრაინას დახმარების ბოლო პაკეტი. ჩვენ უნდა მივიღოთ კონგრესის მხარდაჭერა, რათა შევძლოთ დახმარების გაგრძელება“, - განაცხადა კირბიმ.
მისი განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დახმარების ბოლო პაკეტს და ახლა საჭიროა დამატებითი პაკეტის გამოყოფა. უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ბოლო პაკეტი 250 მილიონის დოლარის ოდენობით შობის შემდეგ დღეებში გაიცა.
ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 60 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა აშშ-ის კონგრესმა ის არ დაამტკიცა, რადგან სანაცვლოდ თეთრი სახლისგან მექსიკის საზღვართან საიმიგრაციო უსაფრთხოების გამკაცრებას მოითხოვს.