უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ მთავრობა 2024 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამხედრო წარმოების ექვსჯერ გაზრდას აპირებს.
შმიჰალმა არ დაუკონკრეტებია, საუბარია თუ არა წარმოების მოცულობის ზრდაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით.
შმიჰალის თქმით, 2023 წელს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოების სიმძლავრე სამჯერ გაიზარდა, წელს კი ის ექვსჯერ უნდა გაიზარდოს.
”ეს ნიშნავს მეტ თვითმფრინავებს, მეტ ჭურვებს, მეტ საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას ჩვენი სამხედროებისთვის”, - წერს შმიჰალი ტელეგრამაში.
მთავრობის სხდომაზე შმიჰალმა ასევე განაცხადა, რომ წელს კიევს სჭირდება დასავლეთის ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერა დაახლოებით 37 მილიარდი დოლარის ოდენობით.