ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი გამოეხმაურა რუსეთის მასირებული თავდასხმას კიევსა და ხარკოვზე.
ბორელის განცხადებით, რუსეთი პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვის.
"რუსეთმა ახალი წელი დაიწყო მასირებული სარაკეტო იერიშებით კიევზე, ხარკოვსა და სხვა დასახლებულ პუნქტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა მშვიდობიანი მოსახლეობის, საცხოვრებელი უბენისა და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის განადგურებას", - თქვა ბორელმა.
"რუსეთი პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვის. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - დასძინა მან.
2 იანვარს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან 72 განადგურდა.