რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, ბელგოროდზე იერიშის უკან დიდი ბრიტანეთი დგას.
„{იერიშის უკან} ბრიტანეთი დგას, რომელიც აშშ-სთან კოორდინირებით კიევის რეჟიმს უბიძგებს ტერორისტული ქმედებებისკენ. ესმის რა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ჩაიშალა“, - განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.
ზახაროვას თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ასევე ეკისრებათ ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც განაგრძობენ კიევისთვის იარაღის მიწოდებას.
ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა მოითხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მომხდართან დაკავშირებით.
მედიის ცნობით, 30 დეკემბერს, დღისით, ბელგოროდის ცენტრზე იერიში განხორციელდა. თვითმხილველთა თქმით, ომის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე ძლიერი შეტევა იყო.
მედია წერს, რომ დარტყმების შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და დაშავდა 108, მათ შორის 15 ბავშვი.