არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს და მის ფაქტორს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს გუნდს .
„ჩვენ ყველამ კარგად მოვისმინეთ, თუ რა განცხადება გააკეთა ბატონმა ბიძინამ, მან თქვა, რომ ძალიან რთული დრო დგება, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მსოფლიოში და არსებობს სხვა რისკები, რისი გადაზღვევაც არის აუცილებელი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო და არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ დაბრუნდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი.
ოპოზიციის ეს განცხადება ძალიან სასოწარკვეთილად გამოიყურება. გასაგებია მათი მდგომარეობა, მე მესმის, როგორ მდგომარეობაში არიან, აბსოლუტურად განადგურებულები არიან, კარგად ვიცი და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და მათი ეს განცხადებაც გასაგებია. სასაცილოა, რა თქმა უნდა. ბევრად უფრო რთულ მიზნებზე ისაუბრა და აქცენტი გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში. ბევრად უფრო დიდ, დიად ეროვნულ მიზნებზე. არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს და მის ფაქტორს. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტად დაბუსტავს და გააძლიერებს გუნდს და გაამყარებს, კიდევ უფრო მეტად სტაბილურს გახდის და განჭვრეტადს გახდის მომავალ წლებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაზეც თავად მოისმინეთ ალბათ ბატონი ბიძინას შეფასება, რომ ოპოზიცია დღეს უკვე აღარ არსებობს, განადგურებულია ფაქტობრივად, არ ისმის ოპოზიციის არც ერთი ნორმალური, საღი კრიტიკა“, - განაცხადა პრემიერმა.