თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, ეს ქართული პოლიტიკისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტი იქნება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყრილობის დაწყენამდე ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბატონ ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, ის არის ამ ქვეყნის ღირსეული, თავდადებული მოქალაქე, რომელმაც პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ უახლეს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა. ის თუ ოდესმე გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, ბუნებრივია, ესეც იქნება ქართული პოლიტიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რამეთუ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და კარგად გვესმის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს განუზომლად დიდი პოლიტიკური წონა და ქართველი ხალხის განუზომლად დიდი მხარდაჭერა", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.