აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. იუწყება BBC
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს NASAMS-ისა HIMARS-ის სიტემებისთვის; 155 მმ-იანი და 105 მმ-იანი კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; Stinger-ის საზენიტო რაკეტებს; TOW -ის ანტისატანკო რაკეტებსა და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ასევე AT-4-ებს.
ამასთან, უკრაინას გადაეცემა 15 მილიონი ტყვია-წამალი, ასაფეთებელი საბრძოლო მასალები, სათადარიგო ნაწილები, მედიკამენტები და დამხმარე აღჭურვილობა.
თეთრი სახლის განცხადებით, მას დარჩა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის კიდევ ერთი პაკეტი. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 20 ოქტომბერს კონგრესს წარუდგინა ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი, თუმცა კონგრესში არსებული უთნხმოების გამო მისი დამტკიცება ჯერ ვერ მოხერხდა.