საქართველო ბევრ პარამეტრში ევროკავშირის კანდიდატებში ლიდერია, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველო ბევრ პარამეტრში ევროკავშირის კანდიდატებში ლიდერია, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე.
გარდა ძლიერი დემოკრატიისა, ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტებისა და მყარი საკანონმდებლო ბაზისა, საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს - მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ 9 კანდიდატ ქვეყანას შორის.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო“, - წერს შალვა პაპუაშვილი.