უკრაინის ეროვნული და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული ფლოტის 20% უკვე აღარ არსებობს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.
მაგრამ ამ პროცესების პარალელურად შავ ზღვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% იქ უკვე აღარ არის.
ეს არ არის 5-30 ადამიანზე გათვლილი ერთგვარი გემები. ეს არის უზარმაზარი ხომალდები, რომლებიც გავაგზავნეთ იქ, სადაც უკვე გავაგზავნეთ შავი ზღვის ფლოტის ცნობილი ფლაგმანი „მოსკვა“ 2022 წლის 13 აპრილს.
და ის, რაც დღეს {26 დეკემბერს} ღამით მოხდა, აშკარა დასტურია იმისა, რომ ჩვენს სამხედროებს ყირიმის საკითხი ესმით. და ჩვენთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩვენი დანარჩენი ტერიტორიები“, - აღნიშნა დანილოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინის საჰაერო ძალებმა ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიის რაიონში შავი ზღვის ფლოტის რუსული სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ ააფეთქეს.