ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რუსეთს უკვე აღარ შეუძლია უკრაინაში თავისი მიზნების მიღწევა.
„პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა“, - თქვა მან.
სტოლტენბერგის განმარტებით, სრულმასშტაბიანი შეჭრით, პუტინს სურდა უკრაინისთვის ხელი შეეშალა ნატო-სა და ევროკავშირიკენ სწრაფვაში, მაგრამ ორწლიანი ომის შემდეგ უკრაინა ისე ახლოსაა ნატო-სთან და ევროკავშირთან, როგორც არასდროს.
სტოლტენბერგს მიაჩნია, რომ რუსეთისთვის დიდი სტრატეგიული მარცხია, როდესაც უკრაინა საბოლოოდ თავის მიზნებს აღწევს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
ამასთან, ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთს უწევს მაღალი ფასის გადახდა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, აგრესორმა ქვეყანამ უკვე დაკარგა ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი და 300 ათასი ჯარისკაცი. ამის გარდა, ომის გამო რუსეთში გაიზარდა ინფლაცია და დაიკო ცხოვრების დონემ. მისივე თქმით, რუსეთი პოლიტიკურად სულ უფრო მეტად იზოლირებულია, მაგრამ ამ ყველაფერმა კრემლს კურსი არ შეაცვლევინა.
„ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ პუტინი შეცვლის თავის მიზნებს და პოლიტიკას. ის მომავლშიც შეეცდება მეტი ტერიტორიების ოკუპირებას“, - განაცხდა სტოლტენბერგმა.
მან ასევე მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ.
„ზოგადად, ჩვენ უნდა გავზარდოთ წარმოება, რათა უკეთ დავეხმაროთ უკრაინას და უკეთ დავიცვათ თავი“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.