მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ქმედებებს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის მომავალი წლის გაზაფხულზე, წინასაარჩევნო პერიოდში.
„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს და ველოდები, რომ ეს ქმედებები დაიწყება გაზაფხულზე. ამისთვის გამოიყენებენ თავის ხალხს, რომლეოიც აქ ჰყავთ“, - განაცხადა სანდუმ.
მისი თქმით, რუსეთმ შესაძლოა შეცვალოს გარკვეული ტაქტიკა, თუმცა ნათელია, თუ როგორ იმოქმედებენ საბოლოო ჯამში.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.