თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორი ჯონ კირბი გამოეხმაურა იერუსალიმის ლათინური ეკლესიის პატრიარქის განცხადებას, რომლის თანახმად, 17 დეკემბერს ღაზის სექტორში მდებარე კათოლიკური ეკლესიის ტერიტორიაზე ისრაელელმა სნაიპერმა ორი ადამიანი მოკლა.
კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებით, ისრაელელმა სნაიპერმა დედა და მისი ქალიშვილი მოკლა, რომლებიც თავს აფარებდნენ ეკლესიის ტერიტორიას.
კირბიმ აღნიშნულს საგანგაშო უწოდა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს, გადადგას დამატებითი ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
კირბიმ ასევე კომენტარი გააკეთა ისრაელსა და ჰამასს შორის შესაძლო ახალი შეთანხმების შესახებ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოლაპარაკებები ჯერ არ არის იმ ეტაპზე, რომ რაიმე შეთანხმება მიღწეული იყოს უახლოეს მომავალში.