ბუდაპეშტში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საჩუქრები გაცვალეს.
უნგრეთის ლიდერმა თურქეთის პრეზიდენტს ცხენი აჩუქა სახელად „ნონიუსი“. თავის მხრივ, ერდოღანმა ვიქტორ ორბანს თურქული წარმოების პირველი ელექტრომანქანა „ტოგი“ აჩუქა.
„ეს არის არისტოკრატი, რომელიც გამოყვანილია უნგრულ ფერმაში ქალაქ მეზიოგედიესში.
"მხედართა ერისგან საჩუქარი მხედართა ერს", - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ფეისბუქზე.
ერდოღანი ბუდაპეშტში დღეს ჩავიდა. ის უნგრეთ-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას დაესწრება.
.