ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი ჩვენგან მოითხოვს, ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, ჩვენი დაღუპული ვაჟებისა და ქალიშვილების სახით, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელი ომში იმიტომ არის, რომ იარსებოს.
ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელელი მძევლების გადასარჩენად, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზის სექტორში 'ჰამასის' ტყვეობაში არიან.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელელი სამხედროების მიერ ღაზაში ძალის გამოყენება აუცილებელი იყო როგორც მძევლების დასაბრუნებლად, ასევე ომის მოსაგებად.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ეს პირველის განცხადებაა, მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა პარასკევს, 15 დეკემბერს განაცხადეს, რომ მათ ღაზის სექტორში შეცდომით მოკლეს სამი ისრაელელი მძევალი. ისრაელელმა სამხედროებმა ისინი საფრთხედ მიიჩნიეს და ცეცხლი გაუხსნეს.