ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუსულ რეჟიმზე, ქართველი ხალხი უგებს ერთით ნულს რუსულ პარტიას და წინ დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პირველად აღმართა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროკავშირის დროშა.
„გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით გული უნდა ვიჯეროთ, ნაღდი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით, კიდევ გოლი, კიდევ გოლი…. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართმა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვოთ თავისუფლება, ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. აუცილებლად დავამარცხებთ იმ ხალხს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გვეუბნებოდნენ, თურმე ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს, სადაც უნდა ეს სტატუსი იქ წაიღონ, თუ არ მოგვცემენ თავისთვის დაიტოვონ. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ქართველი ხალხი იგებს ერთით ნულს და წინ დიდი გამარჯვებაა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.