სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა და მივულოცე მას და სრულიად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილისგან მივიღე მოლოცვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაზე უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.