ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ერი ვართ! დღეს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად მიღება ისტორიული მნიშვნელობის წყალგამყოფია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში“ წერს.
„ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიულ წიაღში დაბრუნებაა. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი ჩვენი ევროპასთან მიკუთვნებულობაზე – ჩვენ ვიყავით უძველესი ევროპული ქრისტიანული ერი, ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლური ბასტიონი საუკუნეების განმავლობაში, ერთ-ერთი პირველი სრულად არჩევითი დემოკრატია ევროპაში საუკუნეზე მეტი ხნის წინ და ბოლოს, ჩვენ ვართ ერი, რომელმაც სამ ათეულ წელიწადში შეძლო საბჭოთა ოკუპაციიდან თავის დაღწევა და ევროპის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად მოპოვება.
ჩვენ, ქართველი ხალხი, მთლიანობაში, ჩვენი თანხმობითა და წინააღმდეგობებით, ამ ისტორიული დღის ნამდვილი გმირები ვართ. ასევე, ჩვენი საჯარო მოსამსახურეები, პოლიცია და შეიარაღებული ძალები, ვინც დაუღალავად იღწვოდა ჩენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, ამ ისტორიული მიღწევის მთავარი შემოქმედნი არიან. და ეს მიღწევა იყო „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკური ნების შედეგი, რომელმაც ბოლო ათწლეულში ქვეყანა ჩვენი კონსტიტუციური ამოცანისა და ისტორიული ბედისაკენ წაიყვანა. გილოცავ, საქართველო და გაუმარჯოს ჩვენს თავისუფლებას და ევროპასთან ერთიანობას!“,- წერს შალვა პაპუაშვილი.