უკრაინის ეროვნული და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ომს არ წააგებს.
„ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა, ჩვენს მხარესაა უამრავი ქვეყანა, რომლებიც გვეხმარებიან ბრძოლაში ამ საზიზღრობასთან, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია”, - თქვა დანილოვმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხადია, ფრონტზე შესაძლოა იყოს რთული სიტუაციები. მან თქვა, რომ ომი ძალიან რთული საქმეა და ესა თუ ის პოზიცია ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
„მაგრამ გაითვალისწინეთ, ყოველი ღამის შემდეგ დგება დღე და დღე იწყება მზის ამოსვლით. ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა. არ გვჭირდება ახლა პესიმიზმში ჩავარდნა. (...) კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: რთულია. დგება სირთულეები, მთავარია, არ ყოს საბედისწერო, დღეს საბედისწერო არაფერია“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.