ისრაელის განცხადებით, ღაზის სექტორში 135 მძევლიდან 19 დაიღუპა. იუწყება Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 დაღუპულს შორის ტანზანიის მოქალაქეა. ტანზანიის თქმით, მისი ორი მოქალაქე, ორივე სტუდენტი, რომლებიც ფერმებში მუშაობდნენ, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ჰამასის ბოევიკების მიერ მძევლად აყვანილ 240 ადამიანს შორის იყო. გასულ თვეში ერთი ტანზანიელის გარდაცვალება დადასტურდა.
მანამდე, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში „ჰამასის“ კიდევ ორი მძევლის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ნაპოვნია Nova-ს მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული 27 წლის ედენ ზეჩარიასა და 36 წლის ზივ დადოს ცხედარი, რომელსაც მანამდე ისრაელი დაღუპულად აცხადებდა.