ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ უარს არ იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის.
ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ამას შევძლებთ, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის გამარჯვება ამ ომში“, - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ კონგრესში არის ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამიტომ ის მზადაა კომპრომისზე წავიდეს საზღვრის დაფინანსებაზე, რადგან ასე მუშაობს დემოკრატია.
"მე მზად ვარ ამისთვის. უკრაინის დახმარების მძევლად აყვანა არ არის სწორი," - თქვა ბაიდენმა.
„პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ვერ დაეხმარება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ცდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც ხდება არასწორია, რუსეთი ზეიმობს, რომ რესპუბლიკელებმა დაბლოკეს უკრაინის დახმარება. რუსმა ტელეწამყვანმა კი თქვა: ”ყოჩაღ, რესპუბლიკელებო”.
„თუკი რუსი პროპაგანდისტები ზეიმობენ, იქნებ, დროა, გადახედოთ, რას აკეთებთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერს თავისუფლებას – დღეს, ხვალ და ყოველთვის.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ისტორია მკაცრად განსჯის, თუ ვინ როგორ დადგა თავისუფლების დასაცავად.