ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან ახლახან გასცა ნებართვა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის რეზერვებიდან 200 მილიონი დოლარის ოდენობის იარაღისა და აღჭურვილობის გატანაზე.
როგორც ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, „გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ვიღებთ, განსაზღვრავს მომავალს ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით ევროპაში“.
”და ეს არის ერთ-ერთი ასეთი მომენტი: კონგრესმა უნდა უყაროს კენჭი უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფის შესახებ საშობაო არდადეგებამდე, ვიდრე ისინი პუტინს მისცემენ ყველაზე დიდ საშობაო საჩუქარს, რისი მიცემაც მათ შეეძლოთ”, - თქვა ბაიდენმა.
მან მოუწოდა კონგრესს დადგეს უკრაინის გვერდით და მხარი დაუჭიროს თავისუფლებას და აღნიშნა, რომ პუტინი კვლავ გეგმავს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე ამ ზამთარში, „ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ მან წარმატებას მიაღწიოს“, - ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ არ სურს ზელენსკიმ იმედი დაკარგოს. მან პირობა დადო, რომ 200 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი დახმარება უკრაინას სწრაფად გადაეცემა. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა შედის სამხედრო მხარდაჭერის ამ პაკეტში.