მე აღარ შემიძლია პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც უკრაინაში ომით დაღლილობაზე საუბრობენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სეიმში გამოსვლისას განაცხადა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა დასავლეთს სრულ მობილიზაციას მოსთხოვს უკრაინის დასახმარებლად. ამის შესახებ „უკრინსკა პრავდა“ წერს.
„მე აღარ შემიძლია პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც უკრაინაში ომით დაღლილობაზე საუბრობენ, ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დაიღალნენ ამ ვითარების გამო“, - აღნიშნა ტუსკმა.
მისი თქმით, უკრაინაზე თავდასხმა არის „შეტევა ყველა ჩვენგანზე“.
ტუსკის თქმით, უკრაინისთვის პოლონეთის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ ვარშავა უნდა იყოს მტკიცე, როდესაც საქმე ეხება, პოლონელი ფერმერების ინტერესებს.
"მაგრა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის არის ომი. რომ უკრაინელები იბრძვიან ძალიან მნიშვნელოვანისთვის, რომ მათი ბრძოლა დაიწყო მაიდანზე, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ შეუერთდნენ დასავლურ საზოგადოებას. მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო დასავლეთის ქვეყნების მსგავსად. ისინი ახლა ამისთვის იბრძვიან“, - აღნიშნა ტუსკმა.