იემენიდან ჰუსტი მეამბოხეების მიერ გაშვებული რაკეტა, ნორვეგიულ ტანკერ Strinda-სმოხვდა. გემი დაზიანდა და მასზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ სააგენტო Reuters -ს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისივე თქმით, დაზიანებული ტანკერის დასახმარებლად ამერიკული გამანადგურებელი USS Mason მივიდა.
ინციდენტი მოხდა გასულ ღამეს ბაბ ელ-მანდების სრუტედან 111 კმ-ისდაშორებით, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანეს აკავშირებს.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ჰუტისებმა დაიწყეს თავდასხმები კომერციულ გემებზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. რამდენიმე დღის წინ ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ისინი თავს დაესხმებიან ყველა გემს, რომელიც მიემგზავრება ისრაელში, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ისინი. ჯერ არ არის ინფორმაცია, მიდიოდა თუ არა ტანკერი Strinda ისრაელის პორტში, ან აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი ისრაელთან.
ალკოჰოლური სასმელების 400 ნიმუშიდან, სერთიფიკატის გაცემაზე 15 კომპანიას ეთქვა უარი
„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხანაზე რუსეთის დროშა ფრიალებს
ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი გახდა
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეიქმნა
ფიქრები თამარის ფრესკასთან
საკუთარი თავის ღმერთი
შილეაჰ
შეგინდე