ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკმაყოფილება გამოთქვა ღაზის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გამო.
10 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის სხდომა დატოვა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამო. მედიის ინფორმაციით, მათი საუბარი დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.
ნეთანიაჰუმ პუტინს უთხრა, რომ უნდა მოხდეს "ჰამასის" ხელმძღვანელობის სრული ლიკვდაცია.
„როგორც გერმანია გაიწმინდა ნაცისტებისგან, არც ერთი ნაცისტი არ არის ოფიციალურ ოფისებში – იგივე იქნება „ჰამასის“ შემთხვევაში. ისრაელი ვერ შეძლებს „ჰამასის“ ყველა წევრის აღმოფხვრას, მაგრამ მთავარია – ხელმძღვანელობის სრული ლიკვიდაცია“, – განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს.
ნეთანიაჰუმ პუტინთან საუბრისას ასევე მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა.
ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ქმედებებზე საუბრისას ნეთანიაჰუმ პუტინს განუმარტა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მსგავსი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი ხდება, იმოქმედებს არანაკლები ძალით.
ამასთან, ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა რუსეთის ლიდერს ტყვეობიდან ისრაელის მოქალაქის გათავისუფლებისათვის, რომელსაც ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობა.