უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქს ცეცხლი 71-ჯერ გაუხსნეს. ესროლეს 264 ჭურვი ნაღმტყორცნებიდან, „გრადებიდან“ ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და ავიაციიდან.
ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონის წინააღმდეგ 19 ჭურვი ისროლეს. დაბომბეს ოლქის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი უბნები, ხერსონის სასწავლო დაწესებულება.
მათივე ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, კიდევ ოთხი კი დაშავდა.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა გასულ ღამეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ნიკოპოლს. ოკუპანტების თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.