სიმშვიდე და სიმტკიცე, არ შევწყვეტთ ჩვენი ქვეყნის დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას, - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის დაბლოკვას ეხმიანება.
„სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა ვის, სად და როგორ მისცეს ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი ქვეყნის დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს და არ ვაპატიებთ არავის დაღუპულს და დაშავებულს.
ჩვენ გავაკეთებთ ფოკუსირებას, გამოვიტანთ დასკვნებს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას. ყოველდღე, უმძიმეს მაგრამ საჭირო გაკვეთილზე, ვსწავლობთ და ვძლიერდებით. ჩვენ მივხვდით, რომ მსოფლიოში ადამიანური პროგრესის მიუხედავად, ძალა კვლავ ხდება უმთავრესი პრიორიტეტი და სწორედ ამიტომ, უკრაინის თავდაცვის ძალები არიან და რჩებიან ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტი, საიმედო დაზღვევა არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის მძევლებად გახდომის საფრთხისგან დასაერთაშორისო უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობისგან“, - წერს დანილოვი.