შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 175 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ის სისტემებისთვის, 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, HARM -ის ტიპის მაღალი სიჩქარის ანტისარადარო რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და სხვა აღჭურვილობას.
„თუ კონგრესი არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მოთხოვნას ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დაფინანსების შესახებ, ეს იქნება დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ უკრაინას“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა განაცხადა, რომპენტაგონს ჯერ კიდევ რჩება დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის". მისი თქმით, დამატებითი დაფინანსების გარეშე, პენტაგონი მალე მარაგების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.