სააგენტო Reuters-ის ცნობით, უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მიმართა შარლ მიშელს წერილით, რომელშიც მოუწოდა, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის საკითხზე და სამიტმა არ დაამტკიცოს ბიუჯეტის გეგმა, რომელიც მოიცავს 50 მილიარდი ევროთი კიევის ეკონომიკურ მხარდაჭერას.