აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების შეწყვეტის შესაძლებლობას აბსოლუტურ შეცდომას უწოდებს.
„უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა უბრალოდ აბსოლუტური სიგიჟეა“, - განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ეწინააღმდეგება აშშ-ს ინტერესებს და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის თანხების გამოყოფას მიაღწევს.
ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა ჯანეთ იელენმა განაცხადა, რომ უკრაინის დაფინანსების კუთხით მართლაც რთული ვითარებაა.
„ჩვენ შეგვიძლია პასუხისმგებლებად მივიჩნიოთ თავი უკრაინის დამარცხებაზე, თუ უკრაინას ამ დაფინანსებას ვერ მივაწვდით“, - თქვა იელენმა.