ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ხმამაღლა ილაპარაკოს ქალების გაუპატიურების, სისასტიკისა და დასახიჩრების წინააღმდეგ, რაც სავარაუდოდ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების დროს მოხდა.
თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის შეხვდა გათავისუფლებულ მძევლებს და მძევლად მყოფთა ნათესავებს: „მე მოვისმინე ძალადობის გულის ამაჩუყებელი ისტორიები”, თუმცა, როგორც ნეთანიაჰუ ამბობს, მას არ გაუგია ქალთა და უფლებადამცველი ჯგუფების შეშფოთება ამის თაობაზე.
ნეთანიაჰუს თქმთ, მოელის, რომ ყველა "ცივილიზებული ლიდერი, მთავრობა, ერი გამოვიდეს ამ სისასტიკის წინააღმდეგ".
„მე ვეკითხები ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს: გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? - სად ჯანდაბაში ხართ? - განაცხადა ნეთანიაჰუმ.