ბრიტანეთის დაზვრევის ცნობით, რუსი ოკუპანტები ბოლო რამდენიმე თვის განმვალობაში დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკის გასწვრივ ნელა-ნელა წინ მიიწევდნენ.
როგორც ბრიტანეთის დაზვერვაში აცხადებენ, რუსეთის არმია ამჟამად ქალაქის ნაგებობის უმეტესობას აკონტროლებს, უკრაინის ძალების კონტროლქვეშ რჩება მარინკის დასავლეთ შემოგარენში მცირე ტერიტორიები.
დაზვერვის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მარინკა 2014 წლიდან ფრონტისპირა ქალაქი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იქ 9 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
ახლა ქალაქი მთლიანად დანგრეულია, რასაც დრონებით გადაღებული ფოტოებიც მოწმობს.
ბრიტანეთის დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ მარინკის წინააღმდეგ რუსეთის ახლანდელი ოპერაციები ოკუპანტების შემოდგომის შეტევის ნაწილია, რომლის პრიორიტეტიც არის დონეცკის ოლქის დანარჩენ ტერიტორიაზე კონტროლის გაფართოება.