ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მოუწოდა კონგრესს მხარი დაუჭიროს თეთრი სახლის მოთხოვნას უკრაინის დამატებითი დახმარების შესახებ. მისი თქმით, მასზე უარი დაეხმარება რუსეთს გამარჯვებაში.
სალივანის განცხადებით, „კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დახმარებას, ხმას აძლევს ისეთ შედეგს, რომელიც პუტინს გაუადვილებს გამარჯვებას“.
„ანუ უკრაინის დახმარების წინააღმდეგ ხმა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციების გასაუმჯობესებლად. ეს უბრალოდ გარდაუვალი რეალობაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
სალივანმა დასძინა, რომ უკრაინის დამატებითი დახმარების წინააღმდეგ ხმის მიცემა "დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს".
"ეს ზიანს აყენებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის არასწორი გაკვეთილი ისტორიიდან და რომ კონგრესის ყველა წევრმა - დემოკრატმა და რესპუბლიკელმა - უნდა დაუჭიროს მხარი ამ გადაწყვეტილებას", - თქვა სალივანმა.