სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ისრაელს და "ჰამასს" მოუწოდა პატივი სცენ საერთაშორისო კანონს და დაუშვან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორში.
”სამოქალაქო პირებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ძირითად საკვებზე, წყალზე და უკიდურესად საჭირო მედიკამენტებზე - დაუყოვნებლად, სწრაფად და საკმარისი რაოდენობით. ჰამასმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს ასეთი დახმარება. - ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ნუ გექნებათ პრეტენზია ჩვენს შემდგომ ქმედებებზე“, - განაცხადა ხანმა.
ამასთან, კარიმ ხანმა ისრაელს შესთავაზა სასამართლოს დახმარება 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არ არის ჰააგის სასამართლოს წევრი და არ ცნობს მის იურისდიქციას.
„ისრაელის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმები წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულს, ისეთს, რომელთა გადასაჭრელად შეიქმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო“, – აღნიშნა კარიმ ხანმა.
ასევე პროკურორმა მოუწოდა ისრაელს, ყველაფერი გააკეთოს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.