თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკის დაზვერვისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გეგმების შესახებ. იუწყება Politico
კირბის კომენტარი გაჟღერდა New York Times-ის რეპორტაჟის შემდეგ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა 7 ოქტომბრის თავდასხმამდე ერთი წლით ადრე „ჰამასის“ გეგმების შესახებ იცოდნენ, თუმცა გაფრთხილება სათანადოდ ვერ შეაფასეს.
"დაზვერვის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ მათ არ ჰქონდათ წვდომა ამ დოკუმენტზე," - თქვა კირბიმ.
Politico მანამდე იტყობინებოდა, რომ არ არსებობდა მინიშნება, რომ ისრაელმა ეს ინფორმაცია შეერთებულ შტატებს გაუზიარა.