ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა თავად ნატო-ს ინტერესებშია.
"უნდა გვესმოდეს, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, უკრაინას ტრაგედია ელის. მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება. ამიტომ უკრაინის გადარჩენა ჩვენს ინტერესებშია", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე დასძინა, რომ მზად უნდა იყვნენ "ცუდი ამბებისთვის" და უარი არ თქვან უკრაინის დახმარებაზე.
„ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვის. ომების მიმდინარეობა არა მუდმივი, არამედ ცვალებადი პროცესია. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს,”- აღნიშნა სტოლტენბერგმა.