ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ სამხედროები ბრძოლას დაბრუნდნენ სრული ძალით მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
მისი თქმით, ცეცხლის განახლდა პარასკევს დილიდან მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ უარი თქვა 15 ქალისა და ორი ბავშვის გათავისუფლებაზე, როგორც შეთანხმებით იყო გათვალისიწნებული.
”ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ზუსტად იქიდან, სადაც გავჩერდით”, - თქვა მან პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში დაათვალიერა ღაზა ჰაერიდან და სასაზღვრო ზონა ხმელეთიდან და ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული შეტევის შედეგებს „ძალიან შთამბეჭდავი“ უწოდა.
„ათასობით ტერორისტი ლიკვიდირებულია, ათობით შტაბზე შეტევა განხორციელდა, ასობით ტერორისტი ავიყვანეთ და დავკითხეთ ისრაელში. 110 მძევლის დაბრუნება მიღწევაა. მსოფლიოში ვერც ერთმა ჯარმა მიაღწია ასეთ შედეგებს ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ. ჩვენ ამას მივაღწიეთ ისრაელის თავდაცვის ძალების სიძლიერის შედეგად”, – განაცხადა გალანტმა.