საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ახალ ზავზე სამუშაოდ კატარში მიემგზავრება.
ამის შესახებ მაკრონმა დუბაიში გაერო-ს კლიმატური ცვლილების სამიტზე განაცხადა.
„ჩვენ იმ მომენტში ვართ, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს თავისი მიზნები და მათი საბოლოო მიზანი: „ჰამასის“ ტოტალური განადგურება, ვინმე ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია? თუ ეს ასეა, ომი 10 წელი გაგრძელდება. რეგიონში ისრაელისთვის არ იქნება მუდმივი უსაფრთხოება, თუ მისი უსაფრთხოება მიიღწევა პალესტინელების სიცოცხლის ფასად“, – განაცხადა მაკრონმა.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელელი მომლაპარაკებლები კატარიდან გაიწვიეს, იმის გამო, რომ ჰამასმა არ შეასრულა შეთანხმების ნაწილი, რომელიც მოიცავდა ყველა ბავშვისა და ქალის გათავისუფლებას ჰამასის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით.