კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს მიჩნია, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის და შესაძლოა აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც „ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული“. უკრაინული მედიის ცნობით, კლიჩკომ ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ს განუცხადა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კლიჩკო უკრაინას ავტორიტარიზმის გზაზე ხედავს.
„რაღაც მომენტში ჩვენ აღარ ვიქნებით განსხვავებულები რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული...
ახლა არის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მაგრამ მასზე უზარმაზარი წნეხია: ადგილობრივი ხელისუფლება“, - თქვა კლიჩკომ.
კიევის მერის თქმით, „ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერის გარეშე იყო, აშკარა ქაოსი იყო და მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, როგორც აზრის ლიდერები, ქალაქების დაცვაში, სამხედროების დახმარებაში“. მაგრამ კლიჩკოს თქმით, პრეზიდენტის ოფისში, მერები განიხილება "ატავიზმად", მხოლოდ დაბრკოლებად ქვეყანაში ძალაუფლების სტრუქტურების ცენტრალიზაციისთვის.
შეკითხვაზე უკრაინაში დემოკრატია არის თუ არა სერიზოული საფრთხის ქვეშ, კლიჩკომ პაუზის შემდეგ უპასუხა: „დიახ“.
თუმცა მისი თქმით, „უკრაინის გადაქცევა ავტორიტარულ სახელმწიფოდ უბრალოდ შეუძლებელია“, რადგან უკრაინელები მეტად თავისუფლების მოყვარე ხალხია.
კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან არც ერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია.