აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ „აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს პალესტინელების იძულებით გადასახლებას ღაზიდან ან დასავლეთ სანაპიროდან, ღაზის ალყას ან ღაზის საზღვრების გადახაზვას“.
მან ეს განცხადება ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ელ-სისისთან შეხვედრისას გააკეთა. ამსთან, ჰარისმა ეგვიპტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ღაზიდან ამერიკელი მოქალაქეების ევაკუაციის ძალისხმევისთვის.
დუბაიში, გაერო-სკლიმატის ცვლილების სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, ჰარისმა თქვა, რომ სამშვიდობო ძალისხმევას წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოჰყვება, თუ განხორციელდება პალესტინელი ხალხის მკაფიო პოლიტიკური პერსპექტივის კონტექსტში, შექმნან თავიანთი სახელმწიფო პალესტინის ხელისუფლების ქვეშ.
ვიცე-პრეზიდენტმა მკაფიოდ განმარტა, რომ „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს ღაზას. მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს ღაზაში მძევლების გათავისუფლებისთვის დაუღალავ ძალისხმევას.