ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, ლიბანის შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ საზღვარზე ისრაელის არმიის პოზიციების დაბომბვა დაიწყო. იუწყება BBC
ისრაელის არმიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მან საპასუხო ცეცხლი გახსნა და ჩამოაგდო, ლიბანიდან გაშვებული საჰაერო სამიზნე.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა მოძრაობა „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ორი ადამიანი დაიღუპა ისრაელთან მოსაზღვრე ლიბანის ქალაქ ჰულაში.
ხანმოკლე ზავის დაწყებამდე, ლიბან-ისრაელის საზღვარზე ხშირად ხდებოდა სროლა. „ჰეზბოლას“ ცნობით, დაიღუპა 100-მდე ადამიანი, ძირითადად ლიბანის მხრიდან.