აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება.
“გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული ქოცების დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს.
ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები.
ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს.” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" დეპუტატები 2023 წლის ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობისას დაუპირისპირდნენ.