ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის მიერ ქართულ ოცნებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
გიგა ბოკერიას თქმით, ერთადერთი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავებს მუდმივად უნდა დავუსვათ, არის, თუ რატომ შეიძლება, რომ ჩვენი სახელმწიფოს მტერი აქებდეს ჩვენი ქვეყნის მთავრობას.
„მტერს, ვისაც ჩვენი სახელმწიფოს განადგურება უნდა, ვინც გენოციდი მოგვიწყო აფზახეთში, ვინც ცხინვალში ეთნიკური წმენდა მოაწყო 2008 წელს, გული მოუტრიალდა საქართველოსკენ? - ეს უნდა გამოვრციხოთ, ასე არ არის და შეუძლებელია“ - თქვა ბოკერიამ
მისივე თქმით, ამის ერთადერთი ახსნა არსებობს, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობის გადადგმული ნაბიჯები აწყობს ჩვენს მტერს.
„ეს ნაბიჯები გვასუსტებს ჩვენ მათი მომავალი აგრესიის წინაშე, ანუ რუსეთს მოსწონს ჩვენი დასუსტება და ის, რომ არანაირ ნაბიჯებს არ ვდგამთ დაცულობისკენ, რადგან ხვალ-ზეგ ისევ ჩვენი განადგურება უნდა.
ეს ვლინდება კონკრეტულ ამბებში, პუტინისტური პოლიტიკური შრის, ეკონომიკური გავლენისა და უსაფრთხოების სფეროში ინფილტრაციის გაზრდაში საქართველოს შიგნით.
ასევე ნატოს საკითხზე არა თუ მინიმალურ, არამედ არანაირ აქტიურობაში და მისკენ ნაბიჯების გადაუდგმელობაში. პირიქით, ნატოსა და მის გაფართოების სურვილს აბრალებენ უკრაინაში ომის დაწყებას. ეს ყველაფერი არის, რაც აწყობს რუსეთს და სწორედ ამას აკეთებს ეს რეჟიმი“ - აღნიშნა ბოკერიამ.
მარგარიტა სიმონიანი ეხმიანება „ქართული ოცნების" მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება იქნებოდა.
"საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. ნეტა სომხეთიც ასე იქცეოდეს", - წერს მარგარიტა სიმონიანი.