რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ჩავიდა საბერძნეთის და არა ბულგარეთის გავლით. ეს გადაწყვტიელება სოფიამ მიღო, რადგან ფრენის ნებართვა არ ეხებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს მარია ზახაროვას. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
ლავროვი უკვე ჩავიდა სკოპიეში.
„ბულგარულმა მხარე უარს ამბობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავისთვის ფრენის ნებართვაზე, თუ ბორტზე იქნებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა“, - წერს "ტასი“.
„ტასს“ სავარაუდოდ, ხელთ აქვს ოფიციალური სოფიას შესაბამისი ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის დელეგაციის ფრენის ნებართვა „არ ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორს, მარია ზახაროვას, რომელიც ფიგურირებს სანქციების სიაში“.
როგორც ცნობილია, სერგეი ლავროვიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა.
მანამდე, გაცემული ნებართვის კომენტირებისას, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს არ ეხება ლავროვის დელეგაციის სხვა წევრებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან და ეს ბულგარული მხარის შესაბამის ნოტაშია მითითებული.