ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საუბარი არ არის ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და მისი ჯარები ბოლომდე იბრძოლებს.
ეგვიპტელი და კატარელი შუამავლები ცდილობენ მიაღწიონ საომარ მოქმედებებში მიმდინარე პაუზის გახანგრძლივებას.
„ომის დაწყებიდანვე ჩემს თავს დავუსახე სამი მიზანი: „ჰამასის“ სრული განადგურება, ყველა მძევლის დაბრუნება და გარანტიები, რომ ღაზა აღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ისრაელის სახელმწიფოს. ეს სამი მიზანი ძალაში რჩება“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
მან აღნიშნა, რომ ათობით მძევლის დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა.
„ბოლო დღეებში მოვისმინე კითხვა: დაუბრუნდება თუ არა ისრაელი ბრძოლას ჩვენი მძევლების დაბრუნების ეტაპის დასრულების შემდეგ? ჩემი პასუხი არის ცალსახა – დიახ. ჩვენ არ შეგვიძლია, არ დავუბრუნდეთ ბრძოლას ბოლომდე“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ეს არის ჩემი პოლიტიკა. მთელი უსაფრთხოების კაბინეტი ამის უკან დგას. ამის უკან მთელი ხელისუფლება დგას. ამის უკან დგანან ჯარისკაცები, დგას ხალხი, ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ”- თქვა ნეთანიაჰუმ.