„ჰამასი“ თუ ღაზის სექტორიდან ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელის შეიარაღებული ძალები სახმელეთო ოპერაციებს განაახლებენ. ამის შესახებ Times of Israel-ი ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
ისრაელი ტყვეების გაცვლის შეფერხებაში „ჰამასს“ ადანაშაულებს, ხოლო „ჰამასი“ პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს და ზავის პირობების დარღვევას ედავება.
“ჰამასის“ განცხადებით, დღეს მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეფერხება გამოწვეული იყო იმით, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანები არ შეუშვა. როგორც”ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ისრაელმა ღაზის სექტორში 100-დან მხოლოდ სამი მანქანა დაუშვა.
ისრაელის მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც ოთხი დღის განმავლობაში „ჰამასი“ 50 მძევალს 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებდა.