უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის მთელი ხელმძღვანელობა ომის გაგრძელების მომხრეა.
"რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ახლა არ შეგვიძლია მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ, რადგან უკრაინა ძალიან ცუდ პოზიციაშია. ახლა რატომ უნდა დავსხდეთ? რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ იქ ვრჩებით, სადაც ახლა ვიმყოფებით, ფრონტის ხაზზე და, უბრალოდ, მოდით, ეს დავამთავროთ? როგორ ფიქრობთ, უკრაინის საზოგადოება ამას მიიღებს?“ -თქვა არახამიამ.
მისი თქმით, სრული გამარჯვების გარდა ნებისმიერი შეთანხმება რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
„თუ ვინმე რამეს მოაწერს ხელს და ეს პარლამენტში უნდა იყოს რატიფიცირებული, მაშინ პარლამენტში უბრალოდ მოკლავენ ერთმანეთს. იქნება ძალიან განსხვავებული შეხედულებები. და ასეთი საკითხები, ვფიქრობ, მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს. როცა ხალხი იტყვის. რომ ასეა საჭირო, მე ამას გავაკეთებ ისე, რომ ჩემს აზრს არ მივაქცევ ყურადღებას', - განაცხადა არახამიამ.
მისივე განცხადებით, რუსეთი კიევს მშვიდობას ჰპირდებოდა, თუ უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.
„ისინი ბოლო მომენტამდე ფიქრობდნენ, რომ ზეწოლით მიგვიყვანდნენ ასეთი შეთანხმების ხელმოწერამდე, რათა ნეიტრალიტეტს დავთანხმებოდით. ისინი მზად იყვნენ, ომი დაესრულებინათ თუ ჩვენ, როგორც ოდესღაც ფინეთი, ავიღებდით ნეიტრალიტეტს და ვალდებულებას, რომ არ შევალთ ნატო-ში“, – განაცხადა არახამიამ.
მისივე თქმით, კრემლის მიმართ ნდობა არ არსებობდა, ხოლო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი.