ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ დროებითი ზავი მძევლებისა და ტყვეების გაცვლის შესახებ, რომელზეც ისრაელი და "ჰამასი" ახლა შეთანხმდნენ, მხოლოდ ხანმოკლე შესვენება იქნება და წინ სულ მცირე, კიდევ ორითვიანი ომია მოსალოდნელი.
„ეს იქნება ხანმოკლე შესვენება, რის შემდეგაც გაგრძელდება ინტენსიური ბრძოლები, ჩვენ მოვახდენთ ზეწოლას მტერზე მეტი მძევლების დასაბრუნებლად. სულ მცირე კიდევ ორი თვეა მოსალოდნელი ბრძოლის გაგრძელება“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საზღვაო სპეცდანიშნულების ძალების ბაზაზე ვიზიტისას.