ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები პროგრესირებს და გრძელდება.
მძევლების გათავისუფლება დაიწყება არა უადრეს პარასკევისა (24 ნოემბრისა), განაცხადეს ოფისში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის ცაჰი ჰანეგბის სახელით. იუწყება BBC
როგორც ცნობილია, მძევლების გათავისუფლების შესახებ ისრაელსა და „ჰამას" შორის შეთანხმება შედგა.
ისრაელში დაკავებული და დაპატიმრებული 300 პალესტინელის გათავისუფლების სანაცვლოდ, „ჰამასი“ 50 მძევალს გაათავისუფლებს.
ჰუმანიტარული პაუზების დროს ღაზაში შეუშვებენ სატვირთო მანქანებს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება და საწვავი გადააქვთ.
მასთან, ისრაელის მედია იტყობინებოდა, რომ პირველი მძევლები, შესაძლოა, ხუთშაბათს გათავისუფლებულიყვნენ.