სავაჭრო ქსელის ობიექტების ოფიციალურ გახსნას, 24 დეკემბერს, 09.30-ზე , გლდანში, მე-3 ა მიკრორაიონში ქალაქის მერი გიგი უგულავა დაესწრება.
"ნუგეშის" სავაჭრო ობიექტებში 100- ზე მეტი დასახელების კვების პროდუქტი და პირველადი მოხმარების საქონელი გაიყიდება. როგორც სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლები იუწყებიან, იქ კვების პროდუქტები უმაღლესი ხარისხის იქნება და 10 -20 % უფრო იაფი იქნება ვიდრე ძირითად სავაჭრო ობიექტებში.
საწყის ეტაპზე, ქ. თბილისში, გაიხსნება 80 თანამედროვე ტიპის სავაჭრო ობიექტი.
"ნუგეშის" მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ პენსიონერებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებს და იმ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში არიან ჩართულები.
"ნუგეშის" სავაჭრო ქსელში არ ხდება ფასების დამრგვალება , მაგ. თუ პურის ღირებულებაა 47 თეთრი, მომხმარებელი მასში გადაიხდის 47 თეთრს, და არა 50-55 რაც მხოლოდ ამ შემთხვევაში დამატებით, 6-15 %-იან დანაზოგს გულისხმობს.
სავაჭრო ქსელში გადახდა " Lიბერტყ Bანკ" სოციალური ბარათებით ხდება.
"ნუგეშის" სავაჭრო ქსელში, პირველ ეტაპზე დასაქმდება 200 მდე თანამშრომელი, რომელთა გარკვეული ნაწილი, თბილისის მერიის დასაქმების პროგრამიდან იქნებიან შერჩეულები.
" მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და ჩვენი ბიზნეს პარტნიორების, ადგილობრივი მწარმოებლების და იმპორტიორების ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ პროექტის წამოწყება. გარდა იმ ფაქტისა, რომ " ნუგეშში" გაიყიდება უმაღლესი ხარისხის საკვები და პირველადი მოხმარების საგნები, 10-20%- ით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ძირითად სავაჭრო ობიექტებში, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეს თანამედროვე, საბარათე გადახდის სისტემით აღჭურვილი ობიექტები, განთავსდება თბილისის ყველა უბანში. რაც კიდევ დამატებითი დანაზოგი იქნება , როგორც დროის ისე თანხების მხრივაც, სოციალური ბარათების მქონე პირებისათვის" -განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა დავით ჟღენტმა.